არმაზ ახვლედიანი სტუდენტებს შეხვდა
სხვადსხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქში.
არმაზ ახვლედიანმა შეკრებილებს ლექცია ქვეყანაში დემოკრატიის არასაარჩევნო კულტურაზე წაუკითხა.
აქცენტი განსხვავებული აზრის არსებობისა და სხვისი მოსაზრებების პატივისცემის მნიშვნელობაზე გაკეთდა, გაიმართა დებატებიც.
პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელ დეპუტატობის კანდიდატთან ახალგაზრდების შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.
„იმათ, ვისაც ეს საუბარი ევალებათ დღეს და ამ დისკუსიაში მონაწილეობა, ისინი გაურბიან ამ დისკუსიას. მე ვგულისხმობ უპირველესად, ხელისუფლების კანდიდატს ჩემს საარჩევნო ოლქში ბატონ ბეჟანიძეს, რომელსაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ გაბედოს მიიღოს მონაწილეობა დებატებში,“ - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.