წინასაარჩევნო პერიოდ - პაატა ბუეჭულაძემ ამერიკელ კონგრესმენებს ინფორმაცია მიაწოდა
სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდზე მიაწოდა ინფორმაცია. პაატა ბურჭულაძე მათ ფილადელფიაში შეხვდა, სადაც მსოფლიო ლიდერთა ფორუმი მიმდინარეობს.
სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
“გავაცანით რა სიტუაციაა დღეს საქართველოში, როგორ მიდის არჩევნების წინ მზადება და რაც მთავარია, ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა გუნდმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პოლიტიკური მოძრაობა პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის წევრმა გიორგი რუხაძემ განმარტა, რომ ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრის დროს, საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების აუცილებლობას და კანონის უზენაესობას.
„სწორედ, ვაშინგტონის და თბილისის ინტერესებშია, რომ საქართველოში ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში,“ - აღნიშნა რუხაძემ.