გიორგაძე სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს - პროკურატურა მის დაპატიმრებას აანონსებს
უშიშროების ყოფილი მინისტრი საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაკავებული იქნება - ამ განცხადებას მთავარი პროკურატურა აკეთებს, რომელიც უკვე მომავალ კვირაში ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში დოკუმენტაციას გაგზავნის და იგორ გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნის დაწყებას ისევ მოითხოვს.
შოთაძის უწყება იგორ გიორგაძის ადვოკატმა დღეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გიორგაძე არა ლტოლვილის, არამედ პოლიტიკური დევნილის სტატუსის გამო მოიხსნა წითელი ცირკულარიდან.
თავად უშიშროების ყოფილი მინისტრი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.
პრეტენზიები ხელისუფლებასთან იგორ გიორგაძის ყოფილ პარტიის წევრსაც აქვს. ირინა სარიშვილი მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ, გიორგაძის გვარით სპეკულირებაში ადანაშაულებს. სარიშვილი უშიშროების ყოფილი მინისტრის თბილისში დაბრუნებას გამორიცხავს.
ავტორი ნატა მახვილაძე