"როგორც ვატყობ დღეს თინა ხიდაშელის ბენეფისია," - ნუკრი ქანთარია
"როგორც ვატყობ დღეს თინა ხიდაშელის ბენეფისია," - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ქართული ოცნების წევრმა ნუკრი ქანთარიამ. თინა ხიდაშელის განცხადებით ნატო-ს ვარშავის სამიტისგან საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში ჩართვას მოელის. დეპუტატი ნუკრი ქანთარია კი ამბობს, რომ მხოლოდ თავდაცვის მინისტრის სიტყვებს ვერ ენდობა.
„მხოლოდ სიტყვებს ვერ ვენდობით, დღეს თინა ხიდაშელის ბენეფისია როგორც ვატყობ. რეალურად საქმე დაგვანახებს ყველაფერს. გააჩნია შემდგომი ხელშეკრულებები როგორი იქნება, რა იქნება, რა პასუხისმგებლობის აიღებენ. რაც უფრო მეტად დაცული იქნება ქვეყანა ეს უკეთესი და კარგია, თუ ეს არ იქნება რაღაც გარკვეული პროვოკაციის საგანი,“ - აცხადებს ნუკრი ქანთარია.