"ეს იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე დაზუსტებული და ხარისხიანი სია," - თეა წულუკიანი
უფასო პირადობის მოწმობის აქცია დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, აქციით 194 670–მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. მინისტრის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით საარჩევნო სიაში 2 მილიონ 367 ათას 175 ამომრჩევლის ზუსტი მონაცემია.
„სანამ ეს აქცია გამოცხადდებოდა, 1800 მოქალაქე რეგისტრაციიდან იყო მოხსნილი, შესაბამისად, რომ არა ეს აქცია, ისინი ვერ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. ფოტოსურათიანი, ბიომეტრიული სია, რომელსაც მეორედ გამოვიყენებთ, იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე დაზუსტებული და ყველაზე ხარისხიანი,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.