უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა. ეკა მიშველაძის თქმით, მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს.
მიშველაძის განცხადებით, ვანო მაჭავარიანს აქვს დიდი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში.