საპარლამენტო ოპოზიციას პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს
საპარლამენტო ოპოზიციას პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს. პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიღებული ცვლილების გამო ნაციონალურ მოძრაობაში პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს" უწოდებენ. ამის შესახებ განცხადება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გიორგი ბარამიძემ გააკეთა. ბარამიძემ დეპუტატების წინაშე კანონის პროცედურების დარღვევით მიღების თაობაზე ისაუბრა.
„იმედი მქონდა, რომ ეს პარლამენტი მოახერხებდა ბევრად უკეთესად ემუშავა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე საპროცედურო დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე მივმართავთ შესაბამის კომიტეტს, რომ ეს საკითხი იქნეს სერიოზულად განხილული. დარწმუნებულები ვართ, ამ კანონთან დაკავშირებით ან პრეზიდენტის ვეტო იქნება, ან შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ პარლამენტს თავისი გასაკეთებელი საქმე აქვს და ასე ფეხქვეშ გათელვა პროცედურებისა და საპარლამენტო პრინციპებისა ნამდვილად სამარცხვინოა,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.