"რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობებზე, პარტია კი კოალიციაში რჩება
რესპუბლიკური პარტიის 35 წევრიანმა ეროვნულმა კომიტეტმა გადაწყვეტილება კოალიციასთან შეუთანხმებლად მიიღო. რესპუბლიკელების თქმით, პარტიის არჩევნებში მონაწილეობის სამომავლო ფორმატზე შეთანხმდნენ, თუმცა კოალიციიდან გასვლაზე არც კი უმსჯელიათ.
რესპუბლიკელები ამ ეტაპზე დუმილს არ არღვევენ. პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება საჯარო.
ტრაგედიას მმართველი გუნდი არც რესპუბლიკელების გასვლაში და არც კოალიციის დაშლაში ხედავს. არ არის გამორიცხული ქართული ოცნების სუბიექტებმა ძალები დამოუკიდებლად მოსინჯონ.
რესპუბლიკელების დარჩენის მიუხედავად, შესაძლოა, ქართული ოცნება მაინც დაიშალოს. საკუთარ გადაწყვეტილებას ეროვნული ფორუმი ყრილობაზე მიიღებს. დარჩება თუ არა კოალიციაში თოფაძის პარტია, ამაზე მრეწველებს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.