არასამთავრობოების პროტესტი და პრეზიდენტის პასუხი ფარული ჩანაწერების გამავრცელებლებს
კამპანია ეს შენ გეხებას ორგანიზატორები შაბათს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ. მანამდე კი ხელისუფლების უმაღლეს პირებთან იწყებენ შეხვედრებს. პირველი დიალოგი პრეზიდენტთან შედგა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პირებს, ვინც დღეს შანტაჟის მსხვეპლნი არიან თანადგომა აღუთქვა.
კამპანია ეს შენ გეხებას წევრებს პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორის მოთხოვნით შეხვდა. უფლებადამცველება ქვეყნის პირველ პირთან პირადი ცხოვრებით შანტაჟის საქმეზე დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათს ისაუბრეს.
მესამე სექტორი პრემიერთანაც გეგმავს შეხვედრას და საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას და ალტერნატიული გამოძიების დაწყებასც ითხოვს.უფლებადამცველები თვლიან, რომ გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს.
ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წევრები, პირადი ცხოვრებით შატაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეთქმულებად აფასებენ.
ავტორი:დავით ქაშიაშვილი