რუსული ავიაგიგანტი ქართული ბაზრის მონოპოლიზაციისთვის ემზადება
რუსული ავიაგიგანტი ქართულ ბაზრის მონოპოლიზაციისთვის ემზადება. უახლოეს დღეებში თბილისში მოსკოვის დელეგაცია ჩამოდის, რომელმაც ქართულ მხარესთან ურთიერთობების ახალი დეტალები უნდა შეათანხმოს.
კურიერის ინფორმაციით, თბილისში რუსეთის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი სვეტლანა პეტროვა 14–15 მარტს ჩამოვა და შეხვედრას ეკონომიკის სამინიტროში გამართავს.
მოსკოვის დელეგაციის თბილისში ვიზიტის დეტალებზე არ საუბრობენ ეკონომიკის სამინიტროში. ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პირობების დაკონკრეტება ნაადრევია.
კომპანია აირზენას წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ რუსული სამთავრობო დელეგაცია თბილისში ავიკომპანია აეროფლოტის ინტერესების დასაცავად ჩამოდის. ახალი პირობები კი რომელსაც მოსკოვი თბილისს უყენებს, ქართულ ბაზარზე რუსულ ავიაგიგანტს განსაკუთრებულ უფლებებს მისცემს.
ქართულ ბაზარზე რუსული ავაიკომოპანიებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა უმრავლესობისთვის პრობლემა არ არის. ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ რუსული კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შექმნა, სხვა უცხოურ კომპანიებსაც დააზარალებს და საბოლოო ჯამში ტრანზიტული ფრენების მოსკოვის გავლით გადატანას გამოიწვევს.
ავტორები: ნათია გოგსაძე, გიორგი ცანავა.