ის მირტყამდა ჩაქუჩს - ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულს "შემსრულებელს" უწოდებს
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, მასზე თავდასხმაში დაკავებულ ლევან მექვაბიშვილთან რაიმე ტიპის ნაცნობობას კატეგორიულად გამორიცხავს და მას "შემსრულებელს" უწოდებს.
როგორც გადაცემა არჩევანში პეტრიაშვილმა განაცხადა, ლევან მექვაბიშვილთან პირად პირადი უთანხმოება არასდროს ჰქონია.
„ის მე მირტყამდა ჩაქუჩს, მაგრამ ის ცდილობს, დამალოს სხვა დამნაშავეები და დამკვეთები. ის არის შემსრულებელი. პირად უთანხმოებაზე ვერსია არის სრული აბსურდი. ეს არის ყველაზე აბსურდული ვერსია, რომელიც ამ დღეებში მომისმენია. ის საერთოდ თვალითაც არ მინახავს,“ - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ამბობს, რომ მასზე თავდასხმის საქმე ვერ ჩაითვლება გახსნილად, თუ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი და არ მოხდება დამკვეთის დასჯა.