ენმ ენერგეტიკის სამინისტროს კრიმინალური ავტორიტეტის მიერ გადმორიცხულ თანხაზე პასუხს სთხოვს
![](http://rustavi2.com/news_photos/41208_cover_b.jpg)
გივი თარგამაძე ასაჯაროებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კრიმინალური ავტორიტეტი დავით ქარსელაძე იგივე კალატოზა, ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე მშენებლობის მიზნით რიცხავს მილიონ 100 ათას დოლარს.
გადარიცხვის ოპერაცია რუსული ბანკის როსტოვის ფილიალიდან ხორციელდება.
ნაციონალურ მოძრაობას კახა კალაძესთან აქვს კითხვები, თუ რა შეთანხმებას აქვს ადგილი კრიმინალურ ავტორიტეტთან და რა წარმომავლობის თანხას იღებს რუსეთიდან სამინისტრო.