ასეულობით ქართველის მიმართ რუსეთის ფინანსური ვალდებულება - "ნაციონალები" ხელისუფლების პასუხს ელოდებიან
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს ჩააბაროს ანგარიში საზოგადოებას, თუ რა ნაბიჯი გადადგა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთზე დაკისრებული ფინანსური კომპენსაციის ვალდებულების აღსრულებისთვის.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.
დეპუტატის განმარტებით, დღეს გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს ასეულობით ქართველის ფინანსურ კომპენსაციას.