პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე სადაც პროკურორი მოკლული იპოვეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და პროკურორის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
ადგილზე კვლავ აგრძელებენ მუშაობას ექსპერტ-კრიმინალისტები.