"გაზპრომთან მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო კურსზეც კითხვის ნიშნებს აჩენს", - ელენე ხოშტარია
საქართველოს ხელისუფლებისა და გაზპრომს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია აპროტესტებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გასაიდუმლოებული ფორმა სერიოზულ კითხვებს აჩენს.
ამის შესახებ განცხადება ხოშტარიამ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებისგან ვერცერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოისმინა.
„მაშინ როცა დანარჩენი მსოფლიო საპირისპიროდ გაზით მიდის და საუბრობს გაზპრომზე, როგორც საშიშ პოლიტიკური იარაღზე, ამ დროს ჩვენ ვუბრუნდებით გაზპრომს ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე და თან დამალულად“, - განცხადა ელენე ხოშტარიამ. მან აღნიშნა, რომ გაზპრომთან მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო კურსზეც კითხვის ნიშნებს აჩენს.