რუსეთს უკვე შეუძლია მოგაწვეს - პეტრე ცისკარიშვილი გაზპრომზე
ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ ამ მოლაპარაკებების უკან ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესები იყოს.
ამის შესახებ პეტრე ცისკარიშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ამ ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის მანძილზე სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი დაუქვეითა საქართველოს. ეს ხელისუფლება ჩვენ გაზს გვაკარგვინებს, ის რაც გვაქვს გარანტირებული ძველი ხელშეკრულებით იმასაც ვკარგავთ. რუსეთს უკვე შეუძლია მოგაწვეს, მაშინ როცა კალაძისნაირი ენერგეტიკის მინისტრი გიზის, იქით ივანიშვილი ყავს და გეუბნება - აბა ბიჭებო, ახლა გადავედით იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც ყველა დანარჩენ ქვეყანას აქვს და სიტუაციას ნუ მიფუჭებთ, რადგან მერე ბელორუსი, უკრაინა და სხვები ასევე მთხოვენ ნატურით დაგვიტოვე გაზიო. გვაწვებიან და თავისი გასდით. ჩვენს დროსაც ქონდათ ეს მცდელობა, მაგრამ ჩვენ ვამბობდით არა,“ - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.