ჯანაშიას ქუჩაზე მანქანა დაიწვა
თბილისის ცენტრში მანქნა დაწვეს. ლენდკრუიზერის მარკის ჯიპს ცეცხლი ჯანაშიას ქუჩაზე წაუკიდეს.
შემთხვევა გამთენიისა მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ავტომობილი დვალიშვილების ოჯახს ეკუთვნის.
ადგილობრივების განმარტებით, ავტომობილის მფლობელი ფოთის ყოფილი ვიცემერია, რომლიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მას კავშირი ჰქონდა ფოთის პორტთანაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ადასტურებს. გამოძიება სხვისი ნივთის განადგუირების მუხლით მიმდინარეობს.