2016 წელს ლარი გაუფასურებას განაგრძობს
სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარი 2.43 ლარია. ეროვნული ვალუტა ბოლო 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ეცემა და დოლართან მიმართებით 2.4054-დან 2.4250 -მდე გაიზარდა. მომხმარებელს 1000 დოლარის შეძენა 20 ლარით გაუძვირდა.
ექსპერტების ნაწილი ლარის შემდგომ ვარდნას პროგნოზირებენ. ეროვნული ბანკი ლარის შემდგომ გაუფასურებას გამორიცხავს. ისინი იანვრის პირველ ნახევარში ეროვნული ვალუტის მერყეობას საგარეო ფაქტორებს - ნავთობის ფასის ვარდნას და რუსეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ.
ეროვნული ბანკის პროგნოზები არადამაჯერებელია ოპოზიციისთვის ისინი ლარის გაუფასურების ვარდნას გარე ფაქტორებთან ერთად მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ.
კონსულტაციების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. საფინასო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მთავრობამ ლარის გაუფასურების შეჩერების მიზნით ყველა საჭიროს ღონისძიება განახორციელა.
დღეს ეროვნული ბანკის მონაცემებით ერთი დოლარის ფასი 2.42 და 2.50 ლარია.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე