პაატა ბურჭულაძის ფონდმა რუსთავში ოფისი გახსნა
პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდმა რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა რუსთავში. ცნობილი ბანი ქალაქის მოსახლეობასაც შეხვდა, პრობლემები მოისმინა და მათი მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.
საქართველოს განვითარების ფონდი რეგიონალური ოფისების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.