ჩიქოვანის ქუჩაზე მანქანის დაცხრილვის სავარაუდო მიზეზები კვლავ უცნობია
ჩიქოვანის ქუჩაზე ჩაცხრილული მანქანა ამ დროისთვის უკვე პოლიციის ავტოსადგომზეა გადაყვანილი. მას შესაბამისი საექსპერტო კვლევა ჩაუტარდება. პარალელურად კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე ამოღებული ტყვიის მასრების შესწავლის შედეგად დაადგენენ მანქანას რა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დანაშაულის მოტივი ჩაცხრილული მანქანის პატრონისთვის უცნობია, კურიერთან მან არც სავარაუდო ვერსიებზე ისაუბრა.
პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათი მუშაობდნენ. მანქანის ავტოსადგომზე გადაყვანამდე მოხდა მისი პირველადი დათვალიერება და ანაბეჭდების აღება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ 5 მასრა ამოიღო. ამ ეტაპზე სამართალდამცავები არ საუბრობენ სავარაუდო ეჭვმიტანილებზე და დანაშაულის მოტივზე.
ჩიქოვანის ქუჩაზე მანქანის ჩაცხრილვის ფაქტზე გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.