ეს არის ისეთი პოლიტიკური სკანდალი, როგორიც საქართველოში არასდროს ყოფილა - ნინო გოგუაძე
"ეს არის ისეთი პოლიტიკური სკანდალი, როგორიც საქართველოში არასდროს ყოფილა. ეს არის პარლამენტის ღირსების საქმე," - ეს განცხადება დეპუტატმა ნინო გოგუაძემ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა.
გოგუაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ე.წ. შეწყალების სკანდალზე პროკურატურა საშემოდგომო სესიის დაწყებამდე საქმესთან დაკავშირებით რაიმე წინსვლაზე არ ისაუბრებს, თავისუფალი დემოკრატები საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებენ.
"ეს არის სკანდალი, პოლიტიკური სკანდალი, სადაც ჩართულია მთელი ხელისუფლება. ეს ჩვენი პარლამენტის ღირსების საქმეა და პროკურატურამ ყველა კითხვას პასუხები უნდა გასცეს.
თუ კითხვები დარჩება, კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. შოთაძის პროკურატურის და მურუსიძის სასამართლოსთვის საბოლოო განაჩენი იქნება. თავისუფალი დემოკრატები დაველოდებით საგაზაფხულო სესიას და, თუ არაფერი წინსვლა არ იქნება ამ საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დავაყენებთ.
"მწუხარებით მინდა, ავღნიშნო, რომ ხელისუფლება, პროკურატურა გვევლინება მხარედ. პროკურატურა ოცნების ხელისუფლების მხარე არის. მე არ ვამბობ, რომ აქ ფული არის აღებული და მინდა, მჯეროდეს, რომ არ აღებულა ფული ამ საქმეზე. როცა 1 საათში 6 მესიჯი შედის შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ეს სულ მცირე არაჯანსაღი დაინტერესებაა და დაჟინებული მოთხოვნა არის, მითუმეტეს მაღალი პოლიტიკური ფიგურის მხრიდან.
"მე მხოლოდ რეკომენდაციები გადამიგზავნია და არანაირი კერძო კომუნიკაცია შეწყალების კომისიასთან არ მქონია, მითუმეტეს მაშინ, როცა კომისიაში ჩემი მეგობარია და მისთვის არაფერი მითხოვია. მე ვიცავ კანონს. მე ამის გამო ბევრი ჩემი ახლობელი გამინაწყენებია. დეპუტატს უფლებამოსილება კანონით არის გათვალისწინებული," - განაცხადა ნინო გოგუაძემ.