პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნა კობახიძის და ბესელიას ინტერესებში უნდა შედიოდეს - პეტრე ცისკარიშვილი
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.
როგორც გადაცემა არჩევანში პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ასეთი კომისიის შექმნა თავად ამ დეპუტატების ინტერესებში უნდა იყოს, რადგან საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.
„დეპუტატების ინტერესებში უნდა იყოს აღნიშნული კომისიის შექმნა, რათა გამოაშკარავდეს სიმართლე. თუ ისინი არ არინ ჩართულები ამ პოლიტიკურ კორუფციაში, მაშინ პირიქით მათ ინტერესში უნდა იყოს. საზოგადოებას არანაირი ნდობა არა აქვთ სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ და განსაკუთრებით პროკურატურის მიმართ. ისინი ქართული ოცნების ინტერსების სადარაჯოზე არიან. პროკურატურა შეეცდება, ეს საქმე შენიღბოს, შეთითხნოს და ისე წარმოაჩინოს, თითქოს აქ არაფერი მომხდარა. ანუ, რა დასკვნაც არ უნდა დადონ, მათ შედეგი ექნება მინიმალური,“ - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.