გენშტაბის უფროსმა ჩვენება ე.წ. კაბელების საქმის სასამართლოზე მისცა
გენშტაბის უფროსმა დაადასტურა, რომ კომპანია სპეცკავშირმშენმა თავდაცვის სამინისტროს ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისას გარკვეული მომსახურების უფასოდ შესრულება შესთავაზა. თუმცა, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ამ წინადადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მის კომპეტენციაში არ შედიოდა. სპეცკავშირმშენს უარი პროექტზე მომუშავე ბრალდებულებმა უთხრეს.
ბრალდებულების მხრიდან ნათქვამი უარის შემდეგ ხელშეკრულება კომპანია სილქნეტთან გააფორმეს.
ვახტანგ კაპანაძეს დღეს კომპანია სილქნეტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოუთქვამს.
გენშტაბის უფროსი დღეს პროცესზე მოწმედ ბრალდების მხარემ წარმოადგინა.
ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა დღეს პროკურატურის პოზიციის გამყარება ვერ შეძლო.
თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს გამოძიება 4 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.
საქმე ეხება ბოჭკოვან მაგისტრალთან დაკავშირებულ საიდუმლო შესყიდვას, რომლის დროსაც, პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა კომპანია სილქნეტი პრივილეგირებულ პირობებში ჩააყენეს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე