მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის თაობაზე თამარ კორძაიას ინიციატივას განიხილავენ
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით თამარ კორძაიას ინიციატივა უნდა განიხილონ დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საბჭო საპარლამენტო გამჭვირვალობის, სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად უნდა შეიქმნას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით, საბჭოს ერთ-ერთი წევრი უხელმძღვანელებს.