მოწმეთა დაკითხვის წესი - "ადვოკატთა ასოციაციამ" ახალი კანონპროექტი მოამზადა
მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშიბით ადვოკატთა ასოციაციამ საკუთარი კანონპროექტი შეიმუშავა. იურისტები დაცვის მხარისთვის უფლებების გაზრდას ითხოვენ. პროექტის მიხედვით ადვოკატის უფლებვამოსიელბა 20-ზე მეტ მუხლშია გაწერილი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების დოკუმენტი ადვოკატებს ზაზა ხატიაშვილმა გააცნო. შეხვედრას ესწრება დეპუატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც, ხატიაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა კანონპროექტის პარლამეტნში ინიცირება მოახდინოს.
"გამოტანილი განაჩენი, რომელიც პირველ ინსტაციაში შედგის გამოცხადებისთანავე უნდა გაუქმდეს. მოწმის ადვოკატს უნდა შეეძლოს მიიღოს მონაწილეობა გამოითხოვოს მტკიცებულებები. უნდა განისაზღვროს ადვოკატის უფლებები. გაეროს პრინციპები ადვოკატის შესახებ საქართველოში უნდა დაინერგოს,"- განაცხადა ზაზა ხატიაშვილი.