საქართველოს მთავრობის პარალელურად, "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს საოკუპაციო რეჟიმი იწყებს
საქართველოს მთავრობის პარალელურად გაზპრომთან მოლაპარაკებებს საოკუპაციო რეჟიმი იწყებს. დეფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, გაზიფიცირების სქემა უკვე მომზადებულია. მისივე ინფორმაციით, გაზმომარაგების საკითხები ვლადიმერ პუტინთანაც შეთანხმებულია.
ინფორმაცია, რომ დეფაქტო ხელისუფლება გაზპრომთან ოკუპირებული ცხინვალის გაზმომარაგების საკითხზე მოლაპარაკებას იწყებს, ენერგეტიკის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებისგან შეიტყო.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ბუნებრივ აირს ოფიციალური თბილისი 2008 წლამდე აწვდიდა. ომის შემდეგ დეფაქტო მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას გაზის მიწოდებაზე უარი უთხრა. შერიგების სახელმწიფო მინისტრმა ცხინვალის რეგიონის თვითაღიარებულ ხელმძღვანელობას გაზმომარაგების აღდგენის შეთავაზებით დღეს კიდევ ერთხელ მიმართა.
საპარლამენტო უმცირესობა კი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ კრემლი გაზპრომს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ელისო ჯარიაშვილი, მარიკა გოცირიძე, გიორგი იუკურიძე.