პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ფედერაციული მოწყობისთვის მზადყოფნაზე საუბრობს
პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ფედერაციული მოწყობისთვის მზადყოფნაზე საუბრობს.
აფხაზეთის განსაკუთრებულ სტატუსზე და საქართველოს ფედერაციული მოწყობისთვის მზადყოფნაზე პაატა ზაქარეიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე ისაუბრა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ფედერალური მოწყობის იდეა აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველა ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა.
პაატა ზაქარეიშვილი დაინტერესებულ პირებს 2004 წლის დოკუმენტის წაკითხვას ურჩევს, რომლიც მან ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.
იდეა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში 2004 წლამდეც მოსინჯეს. ვაჟა ლორთქიფანიძე საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი იხსენებს, რომ აფხაზებს მსგავსი წინადადება 90-იან წლებში რამდენჯერმე შესთავაზეს.
ავტორი: სოფო ზურაბიანი.