მოსახლეობას შუალედურ არჩევნებში არჩევანის გაკეთება მმართველ გუნდსა და პატრიოტთა ალიანსს შორის მოუწევს
გამარჯვების შემთხვევაში საგარეჯოში თინა ხიდაშელს თამარ ხიდაშელი შეცვლის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე - საგარეჯოში და სოსო დანელია - მარტვილში კანდიდატებად ოფიციალურად დღეს პრემიერმა დაასახელა.
საგარეჯოსა და მარტვილშიც ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მხოლოდ მმართველ გუნდსა და პატრიოტთა ალიანსს შორის მოუწევს.
საგარეჯოში კენჭს ალიანსიდან ირმა ინაშვილი იყრის და დანარჩენი ოპოზიციონერების ბოიკოტს ემიჯნება.
ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი მიუღებელია მმართველი გუნდისთვისაც და პროტესტში პოლიტიკური დესტაბილიზაციის ნიშნებს ხედავენ.
ოპოზიცია არჩევნებში ბოიკოტის მიზეზად არსებულ საარჩევნო სისტემას ასახელებს.
საპარლამენტო შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი