კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის ხარვეზებზე საუბრობს აუდიტის სამსახური
კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის ხარვეზებზე საუბრობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. მათი შენიშვნები აისახება იმ დოკუმენტში, რომელსაც პარლამენტი დღეს გადაუგზავნის მთავრობას.
დოკუმენტში შესულია ასევე ეროვნული ბანკის შენიშვნებიც. საბოლოო ვერსიით, ბიუჯეტის ხარჯები არა 140, არამედ 160 მილიონი ლარით მცირდება.
მთავრობა შენიშვნებს ხუთი დღის ვადაში განიხილავს და ისევ პარლამენტს დაუბრუნებს დასამტკიცებლად.