თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა თვითმკვლელობა სცადა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თვითმკვლელობა სცადა თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა. ბესიკ ცხადაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა მძიმეა. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან შეკრებილი ბესიკ ცხადაძის ახლობლები კომენტარს არ აკეთებენ.
წინასწარი ინფორმაციით თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი იყოს.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.