გერმანიაში კრიმინალურ ბანდად წოდებული ქართველები დააკავეს
"კრიმინალური ბანდა" - ასე უწოდებენ გერმანიაში დაკავებულ ქართელებს, რომლებიც სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით დანაშულებრივი ჯგუფი გამოძიებამ მაშინ აიყვანა, როდესაც მათ 7 ათასი ევროს თამბაქო მოიპარეს. ადგილობრივმა მედიამ ამის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.
შემთხვევა გერმანიის სამხრთ ნაწილში ქალაქ კობლენცში მოხდა, რომელიც რაინლადფალცის ოლქში შედის. შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით დანაშულებრივი ჯგუფი სპეციალური სქემით მოქმედებდა. გამოძიების ინფორმაციით ქართველები ჯერ თავშესაფარს ითხოვდნენ და განხილვის პერიოდში სხვადსხვა ტიპის დანაშაულს ჩადიოდნენ.
გერმანული მედიაში წერენ რომ დაჯგუფება საქართველოდან იმართება.
ოფიციალური სტატისტიკით ქართველები, მხოლოდ გერმანიაში, წელიწადში 250 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას იპარავენ.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ლევან კალანდია.