"ხელისუფლებას გავაცანით ჩვენი მოსაზრება,"-აზიმ სადიკოვი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებაზე
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით. აზიმ სადიკოვმა დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
"ჩვენ უკვე გავახმოვანეთ საკუთრი პოზიცია ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას გავაცანით ჩვენი მოსაზრება და ამ ეტაპზე სხვა კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ მიმაჩნია," - განაცხადა სადიკოვმა.
სოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი აცხადებს, რომ კანონპროექტის ვარიანტებს ხელისუფლებისა და სხვა მხარეების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.
"ჩვენ ვიზიარებთ შეხედულებას, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ეროვნული ვალუტის კურსის სწორი პოლიტიკა შეინარჩუნეს. ხელისუფლებისა და სხვა მხარეების წარმომადგენლებთან განვიხილავთ ამ კანონპროექტის ვარიანტებს. ასევე შემოთავაზებული კანონპროექტის შესაძლო გავლენას. ჯერ არ შეგვიძლია ამ მსჯელობების შედეგების გახმოვანება, თუმცა მთავრობასთან სხვადასხვა ვარიანტს ნამდვილად განვიხილავთ," - განაცხადა ჰენრი კერალიმ.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი