"ცვლილებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით უნდა განხორციელდეს," - აბაშიშვილი ეროვნულ ბანკზე
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ევროკავშირის ექპსერტიზისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.
"უნდა იყოს რეალური კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, EBRD-ის სრულფასოვან ჩართულობას კონსულტაციების პროცესში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცვლილებები, რომელიც ეროვნულ ბანკს შეეხება, უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ექპსერტიზისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით,"-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ამ საკითხს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი დავით ონოფრიშვილიც ემხაურება.
"განტევების ვაცი ქადაგიძე ნახეს, და რადგან ის არ გადაგება, თურმე კანონმდებლობა უნდა შევცვალოთ,"-განაცხადა ონოფრიშვილმა.
ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე კი ამბობს, რომ კანონმდებლობაში ცვლილება გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით განხორციელდება და ეს არ ეხება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვას.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი