სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში მთავრობის, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. აზიმ სადიკოვმა მათ საქართველოში და მთლიანად რეგიონში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ანალიზი გააცნო. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე, ვალუტის კურსსა და ეკონომიკური ზრდის შემცირების საგარეო ფაქტორებზე ისაუბრა.
ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტის ავტორების ინიციატივა ერთი კვირით გადაიდო. სავალუტო ფონდი მხარს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას უჭერს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებისა და ევროკავშირის ექსპერტების მოწვევის მომხრეა.
ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, ტატო გურგენიძე, ედუარდ თათელაშვილი.