Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ვიყავით და ისევ წავალთ რუსეთში - "ალტ-ინფოს" პარტია პოლიტიკაში მოვიდა

„კონსერვატიული მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია დარეგისტრირებულია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე, ჰომოფობიური გამოსვლებით ცნობილი და 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი „ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პარტიის წესდება ჯერჯერობით ატვირთული არ არის, თუმცა, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხარვეზები შესწორებულია, პარტიამ კი პოლიტიკური საქმიანობა უკვე დაიწყო.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ყრილობის შემდეგ, მალევე, პარტიის დამფუძნებელი მდივანი გიორგი ქარდავა, რუსეთის ფედერაციაში მართავდა შეხვედრებს.

ამ პოლიტიკურ ძალას სწორება „რუსეთთან პირდაპირ „დიალოგზე“ აქვს. მათი თქმით მიზანი დეოკუპაციაა და თანახმა არიან, საქართველოს ტერიტორიაზე დარჩეს რუსეთის სამხედრო ბაზები, თუ სანაცვლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილები დაბრუნდებიან. თავიანთ თავს ისინი არა პრორუსულ, არამედ პროქართულ ძალას ეძახიან.

„ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და "ქრისტიანული დემოკრატიის" შექმნაც მათი საჯაროდ გაცხადებული მიზენებია.

კონსტანტინე მორგოშია გვეუბნება, პარტიას მეტი ფართი სჭირდება - ამიტომ, „ალტ-ინფოს“ ოფისში დამატებით სართულების რემონტი დაიწყეს.

„კონსერვატიული მოძრაობა“ ხალხთან შეხვედრებსა და პარტიის მხარდამჭერების რეგისტრაციასაც იწყებს. უახლოეს დღეებში "კონსერვატიული მოძრაობა“ რამდენიმე რეგიონში პარტიის ოფისებს გახსნის.

ძველით ახალი წლის შემდეგ კი გეგმავენ ჩასვლას ჯერ რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ კი ევროპაში, „ევროპელ კონსერვატორებთან შესახვედრად“.

გაზაფხულზე, როგორც კონსტანტინე მორგოშია ამბობს, თბილისში ევროპელ და სხვა კონსერვატორებთან ერთად, „სადმე დიდ სივრცეში, ფილარმონიაში ან სპორტის სასახლეში“, დიდ ღონისძიებას ჩაატარებენ.

„რუსეთთან, ცხადია, რაღაც პირობებზე საუბარი მოგვიწევს“, - ამბობს კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებასთან საუბარში და ამ პირობებში ის „გარკვეულ გარანტიებს“ მოიაზრებს.

გარანტიებში კი, თავის მხრივ, სოხუმსა და ცხინვალში რუსული ბაზების დატოვება იგულისხმება.

„ჩვენ, ცხადია, არ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსები მაშინვე გაიყვანენ ბაზებს, მაგრამ ბაზები ხომ დღეს იქ ისედაც არის? თუ ეს ბაზები იქ ისევ დარჩება ქვეყნის დეოკუპაციის სანაცვლოდ და დევნილებიც ეტაპობრივად დაბრუნდებიან, ჩვენ ამაზე თანახმა ვიქნებოდით“.

 

„კონსერვატიული მოძრაობა“ ჯერჯერობით არ გეგმავს რომელიმე სხვა პრორუსულ ძალად ცნობილ პარტიებთან თანამშრომლობას. მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ მაგალითად „ქართული მარში“ სულ „სხვა წონით კატეგორიაში თამაშობს“ და როგორც რუსეთთან ურთიერთობის, ისე, მაგალითად, ლგბტქ საკითხებზე მათი ხედვა ერთმანეთისას არ ემთხვევა.

„მათი [ქართული მარშის -რ.თ.] ლიდერი ახლაც იმას ამბობს, რომ რუსული ბაზები საქართველოში მიუღებელიაო და რაღაც თავისი მოსაზრებები აქვს, როგორ დაიბრუნებს ცხინვალს და სოხუმს... ჩვენი აზრები არც ლგბტქ საკითხზე ემთხვევა - „ქართული მარში“, 5 ივლისის აქციაზე ამბობდა, ჩვენ არ ვართ ორგანიზატორებიო, მართლაც, არც იყვნენ, მაგრამ არც ჩვენს ქმედებებს ამართლებდნენ. მოკლედ, ეს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც ჩვენ გვიკავშირებენ, ეფექტიანობითაც და ხალხში პოპულარობის მხრივაც, ჩვენგან ძალიან შორს დგანან“. - უთხრა კონსტანტინე მორგოშიამ რადიო თავისუფლებას.

ითანამშრომლებს თუ არა „ალტ ინფოს“ ყოფილი ჯგუფი, მაგალითად, ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსთან“? - როგორც მოძრაობაში ამბობენ, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ამ ორ პოლიკურ ძალას „არანაირი შეხების წერტილი არ გააჩნია“.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკური სტარტისთვის მათ თავადაც საკმარისი ძალა აქვთ - იმისიც სჯერათ, რომ მომდევნო არჩევნებზე მათი მოძრაობა „ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალა” იქნება.

ხომ არ იქცევა „კონსერვატიული მოძრაობა“ მომავალში „ქართული ოცნების“ დასაყრდენად? ეს კითხვა ჩნდება იმის გათვალისწინებითაც, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის დროს, 50-ზე მეტი ჟურნალისტის მიმართ გამოჩენილი ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმისათვის ორგანიზატორები არ დასჯილან.

ამ კითხვაზე კონსტანტინე მორგოშია გვპასუხობს:

„ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ მათი დასაყრდები, როცა ის მოქმედებს ლიბერალური დღისწესრიგით, ჩვენ კი კონსერვატორები ვართ?“

რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის პარალელურად „კონსერვატიული მოძრაობა“ გეგმავს პარლამეტს საკანონმდებლო ინიციატივებითაც მიმართოს - ხოლო პირველი კანონპროქტი, რომლის ინიცირებასაც ეცდებიან, მათი თქმით, „პრაიდების აკრძალვა“ იქნება.

ეს არის მოკლედ პოლიტიკაში მოსული „ალტ-ინფოს“ უახლოესი გეგმები.

რამდენად სერიოზულად უნდა განვიხილოთ ამ ძალის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ? ჯერჯერობით, საქართველოში პრორუსული და ჰომოფობიურად განწყობილი ძალების გაძლიერების პრეცედენტი არ არსებობს, ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელიც, სხვათა შორის, არ იზიარებს საზოგადოების ერთი ნაწილის აზრს, რომ მსგავსი იდეოლოგიის მქონე ძალას პარტიად დარეგისტრირების უფლება არ უნდა ჰქონოდა.

გია ნოდია პრობლემას სხვაგან ხედავს - როდესაც ისინი ღიად ძალადობენ, მაგრამ არ ისჯებიან:

„ესეც არის იმის მაჩვენებლი, რომ ხელისუფლება მათ განიხილავს მოკავშირედ. ეს უფროა პრობლემა ვიდრე მათი რეგისტრაციის საკითხი. სახელმწიფომ უნდა დაიცვას კანონი, მაგრამ მოქმედი ხელისუფლება ამას არ აკეთებს“.

გია ნოდია არ გამორიცხავს, რომ ეს პოლიტიკური ძალაც მოხვდეს პარლამენტში, მითუმეტეს, საარჩევნო ბარიერის დაწევის შემთხვევაში, თუმცა ამ ეტაპზე მათი ხელით ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების საფრთხე ნაკლებია.

მათი აქტიურობა საინფორმაციო ველში და ზოგადად, აქტიურობა, მაგალითად, ისეთი, როგორიც 5 ივლისის აქციაზე ვიხილეთ, გაცილებით მნიშვნელოვან ფუნქციას ანიჭებს მათ, ვიდრე პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაცია, მიიჩნევს გია ნოდია.

„არა მგონია, რომ პარტიად დარეგისტრირების შემდეგ გახდნენ ისინი უფრო გავლენიანები, მაგრამ ზოგადად, ასეთი ჯგუფების მომრავლება სახიფათო ტენდეციაა განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხელისუფლება მათ, ფაქტობრივად, საკუთარი მიზნებისათვის იყენებს“.

5 ივლისის აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი სახალხო დამცველის აპარატმაც დააყენა. როგორც ომბუდსმენის მოადგილემ, გიორგი ბუკრჯანაძემ გვითხრა, მათ მოითხოვეს 2 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, მაგრამ მათ ამ მოთხოვნას შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია. 

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობა“ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.

თუმცა პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებას წინ პოლიტიკური ოპოზიციის ერთი ნაწილის განცხადებები უძღოდა, რომლითაც ისინი საჯარო რეესტრს მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა ამ ძალისთვის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებაზე. დეპუტატები ამ პარტიის ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავდნენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ თავდაპირველად „კონსერვატიულ მოძრაობას: რეგისტრაციაზე ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამო უარი უთხრა.

მაშინ სააგენტო წერდა, რომ კონსერვატიული მოძრაობის პარტიად დასარეგისტრირებლად წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს და მოითხოვდა ხარვეზების გამოსწორებას.

ეს ძირითადად ტექნიკური შინაარსის ხარვეზები იყო.მაგალითად, ასეთი: "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ"

ან: "სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას".

საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებსაიტზე „კონსერვატიული მოძრაობის“ წესდება ამ დრომდე არ ატვირთულა. მიზეზი სააგენტოში მოვიკითხეთ - პასუხს ამ დრომდე ველით. თუმცა, თავად "კონსერვატიულ მოძრაობაში" ამბობენ, რომ იქ იგივე წერია, რაზეც ისინი ღიად ლაპარაკობენ.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Преподаватель из Архангельска вышла в финал международного конкурса «Педагогическое начало – 2024»



VIP

Поэт. Радио Поэт. Стихи поэтов. Русские поэты. Писатели и поэты. Известные поэты. Поэт года. Поэты России. Лучшие поэты. Поэт песенник.




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

Вербовку Зеленского могут успешно применить?!



Game News

Гайд по Earn to Die Rogue: мифические предметы, билды и режимы



Москва

Политолог Марков: Джефф Монсон принял ислам в Москве



News Every Day

PGA Tour Commissioner Jay Monahan shuts down Saudi agreement rumors: “complex scenario”



Настроение

Одиночество.



Москва

Поезда задерживают на МЦД-2 из-за человека на путях



Джиган

"Как в раю": Джиган и Самойлова исполнили мечту знаменитой "диско-бабушки" из Коми



Москва

Москвича заключили под стражу по делу о фейках про Вооруженные силы



Андрей Рублёв

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024



Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве



Александр Волков

«Волшебные башмачки Элли» - эта постановка создана по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города» - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети



Симферополь

Аварийное отключение электроэнергии произошло почти в тридцати населенных пунктах Крыма



Москва

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села



Москва

Москва-Пекин. Собянин в Китае подписал соглашение о сотрудничестве



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Козлов: Россия и КНДР прорабатывают возможность запуска прямых рейсов





Путин в России и мире
Москва

ЯНДЕКС, АЛЕКСАНДР ПУШКИН, АНАТОЛИЙ ГОЛОД И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ВЕДУТ СЛЕДСТВИЕ ВЕКА! ВАЖНЫЕ СЕРЬЁЗНЫЕ ДАННЫЕ.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Сказка театра Ульгэр в Бурятии «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир волшебства - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети:



Москва

Московские будни 1940-х годов воссоздали в Музее Победы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net