ქალაქ უჰანის მესვეურები აცხადებენ, რომ დაასრულეს 11 მილიონი მოსახლის ტესტირება
უჰანის მესვეურები - ჩინეთის ცენტრში მდებარე ქალაქის, სადაც, გავრცელებული ვარაუდით, კორონავირუსის პანდემია დაიწყო - აცხადებენ, რომ დაასრულეს 11 მილიონზე მეტი მოსახლის ტესტირება COVID-19-ზე, მას შემდეგ, რაც ახლახან კვლავ გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი.
უჰანის წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა, ლი ტაომ 8 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ტესტები, რომელთა გამოყენებაც ხუთი დღით ადრე დაიწყო, "ფაქტობრივად მთელი ქალაქის მოსახლეობას ფარავს", გარდა ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისა.
მასობრივი ტესტირების ამ ახალი რაუნდის შედეგად აღირიცხა ადგილზე გავრცელებული კორონავირუსის 37 შემთხვევა და ვირუსის 41 ასიმპტომატური მატარებელი - იუწყება ადგილობრივი მედია.