საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობას ტოვებს
საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობას ტოვებს. სერგო ვარდოსანიძე ამბობს, რომ მიზეზი უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებია.
"მე პატრიარქთან შეტანილი მაქვს გადადგომის განცხადება. [მიზეზი] განსხვავებული ხედვაა უნივერსიტეტის პერსპექტიული და აკადემიური განვითარების შესახებ... [მეუფე იაკობთან იყო განსხვავებული შეხედულებები] მეც გადავდექი და დეკანიც გადადგა. შეუძლიათ თქვან, რომ არ დააკმაყოფილეს, მაგრამ უკან არ მივბრუნდები... განა, ეს გაბუტვაა, მე სხვა შეხედულება მაქვს, მას - სხვა", - განუცხადა ვარდოსანიძემ "მთავარ არხს".
მეუფე იაკობ იაკობიშვილი ამბობს, რომ ტყუილია მიზეზი, რომელიც გაჟღერდა - ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტების გაუქმება.
"11 წელი რომ იყო რექტორი, ჩემი გადაწყვეტილებით იყო. გაშვება უნდოდათ და მე დავტოვე... ახლა წასვლა თუ უნდა, დიდი მადლობა..." - თქვა მეუფე იაკობ იაკობიშვილმა.