კამჩატკაში აღმოაჩინეს სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, არავინ გადარჩენილა
კამჩატკაში დაბა პალანიდან ოთხ კილომეტრზე აღმოაჩინეს სამშაბათს გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის, ან-26-ის ნამსხვრევები. თვითმფრინავი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან მოფრინავდა პალანში.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი დაჯდომისთვის მზადებისას მიწაყრილს შეეჯახა ცუდი ხილვადობის პირობებში. კატასტროფაში არავინ გადარჩენილა.
მასში იმყოფებოდა 22 მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი.
6 ივლისს დილით თვითმფრინავმა შეწყვიტა კავშირზე გამოსვლა და დაჯდომის მანევრისას გაქრა რადარებიდან.
კატასტროფის ვერსიებს შორის განიხილავენ ცუდ ხილვადობას და ტექნიკურ პრობლემებს, ასევე პილოტების შეცდომას.
როგორც ან-26-ის მფლობელი კომპანია იტყობინება, გაფრენამდე თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.