ქუთაისში, დევნილთა საერთაშორისო დღეს, გამვლელებს "სოხუმური ყავით" უმასპინძლდებიან
![ქუთაისში, დევნილთა საერთაშორისო დღეს, გამვლელებს](https://gdb.rferl.org/16f7eb58-9c0c-4b40-86da-3a1c51b4cc77_w800_h450.jpg)
20 ივნისს, დევნილთა/ლტოლვილთა/იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ბულვარში გამვლელებს სოხუმური ყავით უმასპინძლდებიან. ბულვარში წარმოდგენილია აფხაზეთიდან დევნილი ოჯახური ფოტოარქივის რეტროსპექტივაც. მსურველებს საშუალება აქვთ, ფოტოები გადაიღონ სიმბოლურ "სოხუმის სანაპიროსთან".
"ჩვენ მოვიტანეთ ის არომატი, იმედი, ემოცია, რომელიც სოხუმს ახასიათებს და ჩვენ ამ პერფორმანსით გვინდა ვთქვათ, რომ ისევე გვინდა დაბრუნება სოხუმში, როგორც იქედან წამოსვლის პირველივე დღეს. გვინდა იგივე სითბოთი ვუმასპინძლოთ ჩვენს მასპინძელ ქალაქს, ქუთაისს, რაც მან წლების განმავლობაში მოგვცა", - ამბობს ფონდ "სოხუმის" წარმომადგენელი ლალი შენგელია.
ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „სოხუმი“. პარტნიორი ორგანიზაციები: „მეწარმე ქალთა ფონდი“; „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“; პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“; „აფხაზინტერკონტი“.