აჭარის მთავრობის შენობასთან სხვადასხვა მოთხოვნით აქცია გამართეს
![აჭარის მთავრობის შენობასთან სხვადასხვა მოთხოვნით აქცია გამართეს](https://gdb.rferl.org/74b21c43-6422-48a4-84ee-1616fa14d9fa_cx0_cy10_cw0_w800_h450.jpg)
ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე სხვადასხვა მოთხოვნები დააყენეს. ნაწილი აცხადებდა, რომ მაღალმთიან აჭარაში „კირნათი ჰესის" გამო დაზარალდა და კომპენსაციას ეკუთვნის, ნაწილის თქმით, ავტობანის მშენებლობისას დაზარალდა, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ჩელტაში ჩაის ფაბრიკაში უკანონოდ შესახლებული უსახლკაროები არიან და სჭირდება საცხოვრისით დაკმაყოფილება.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს წერილობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, თუმცა მათი პრობლემები ისევ გადაუჭრელია. სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები, რომლებიც გაერთიანდნენ და საპროტესტო აქციებს პერმანენტულად აწყობენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში მათ დღეს უთხრეს, რომ რიჟვაზე თურქეთში იმყოფება.