სასამართლომ „მაივეი ეარლაინს“-ს ფრენების განხორციელების უფლება მისცა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ავიაკომპანია სასამართლოში მოითხოვდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების შეჩერებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის განჩინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება, ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ, შეჩერებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. Читать дальше...