"ლელო" აცხადებს, რომ ღარიბაშვილთან ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მიუღებელია
"TV პირველის" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების შემდეგ "ლელო" აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილთან ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მათთვის მიუღებელია. პარტია სამ მოთხოვნას აყენებს: სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება; გამოძიებაში ჩაერთონ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები; გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. Читать дальше...