რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. მიხეილ კობახიძე არაერთი ფილმის ავტორია. 1964 წელს მიხეილ კობახიძემ გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქორწილი“. ამასთან, რეჟისორია ფილმების „ქოლგა“, „მუსიკოსები“. 1969 წელს „მუსიკოსების“ გადაღების შემდეგ მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მას დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. ...