ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დასრულდა
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს, გივი კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის მიხედვით, მდინარის ნაპირზე დამბა, დამბის წინა მხარეს კი ბეტონის დამცავი საფარი მოეწყო. მზიურის მიმდებარედ გაგანიერდა ვერეს კალაპოტი, დასრულდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება და მდინარის წყლის შემშვებ-გამომშვები, 500 მმ-იანი […]