12 წლის შემდეგ – “იბერია” განახლებული საინფორმაციო გამოშვებით ბრუნდება (ვიდეო)
12 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია “იბერია” დღეიდან ახალი ამბების სტუდიურ ვერსიას იწყებს, რომელიც დღეში რამდენჯერმე გავა და მაყურებელს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის. ყველაზე ბოლო საინფორმაციო გამოშვება კი ღამის 12 საათზე გავა ეთერში, რომელიც მაყურებლისთვის უახლესი ინფორმაციის მიწოდებას მოვლენების ეპიცენტრიდან უზრუნველყოფს.