ყოჩაღ ლაშა, გვეამაყები – პრემიერი ლაშა ტალახაძის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ლაშა ტალახაძის აღიარებას გამოეხმაურა. “ჩვენმა ლაშა ტალახაძემ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა და მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა ! ყოჩაღ ლაშა, გვეამაყები”– წერს პრემიერი.