არის დაპირებები ოსების მხრიდან, რომ ჩემი შვილის ცხედარს გადმოგვცემენ – გიორგი ტატუნაშვილი
ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის მამის განცხადებით, ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით აქციები ამ ეტაპზე არ გაიმართება, რადგან შს-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მან მიიღო ინფორმაცია, რომ ოსური მხარე შვილის ცხედარს უახლოეს მომავალში გადმოსცემს, თუმცა კონკრეტული თარიღი არ სახელდება. „შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითქმის ყველა უწყება მუშაობს. არის დაპირებები ოსების მხრიდან, რომ ჩემი შვილის ცხედარს გადმოგვცემენ. ზუსტ თარიღს არ ასახელებენ. ძვრები, წინსვლა შეინიშნება ამ […]