ალექსიძის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ახალაშენებულ, მრავალსართულიან კორპუსში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ.