წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ამჯერად, წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს დაუკანონდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უფლებამოსილების მიღების შემდეგ, თბილისის მთავრობამ ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად დაიწყო. „ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დავიწყეთ და ბევრ ოჯახს მივეცით საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონების შესაძლებლობა. ესენი ის ადამიანები […]