ქუთაისში სატვირთო მანქანა მაღაზიაში შევარდა – დაშავებულია ახალგაზრდა გოგონა
ქუთაისში, მიქელაძე მეველეს ქუჩაზე სატვირთო მანქანა მაღაზიაში შევარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქუჩაზე მდებარე მაღაზიას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგო დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.